მულტიპროფილური "კლინიკა-ლჯ“ მუდმივ სიახლეებს სთავაზობს მომხმარებელს. მაღალი პროფესიონალიზმი და პაციენტებზე ზრუნვა - ეს გამოარჩევს კლინიკის თითოეულ თანამშრომელს სხვებისგან და სწორედ ამიტომაც ღირსეული ადგილი უჭირავს თანამედროვე სამედიცინო სექტორში.
ამჯერად, "კლინიკა-ლჯ“ მოსახლეობას კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს: თბილისის კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი თამარ ჭითანავა ადგილობრივი გინეკოლოგების გუნდთან ერთად ჩაატარებს ინეკოლოგიური/ონკოგინეკოლოგიური დაავადებების ქირურგიულ მკურნალობას უახლესი უსისხლო და მუცლკვეთა მეთოდებით.
"კლინიკა-ლჯ“დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ოპერაციული გინეკოლოგიის სრულ სპექტრს. მნიშვნელოვანია იმ ფაქტორების გათვალისწინება, რითიც ლაპარასკოპიული მეთოდი გამოირჩევა.
ეს არის: სწრაფი რეაბილიტაცია; უმნიშვნელო ჭრილობები; პოსტოპერაციული ტკივილების არარსებობა; ოპერაცია ვიდეო კონტროლით; პოსტოპერაციულად უმნიშვნელო ნაწიბურები; სტაციონარში ხანმოკლე დაყოვნება.